saqarTvelos mwvervalebi - kideganismaRali

 

კიდეგანისმაღალი - კიდეგანის ქედის უმაღლესი მწვერვალი, მდინარეების ახიელისწყლის, შანისა და ხანკოლის სათავეებში, საჯიხვისღელისა და სახარისმდელოს უღელტეხილებს შორის. სიმაღლე ზღვის დონიდან 4275 მ. აგებულია იურული თიხაფიქლებით. დასავლეთ და აღმოსავლეთ კალთებზე მყინვარებია. ხასიათდება მთა-მდელოსა და გლაციალურ-ნივალური ლანდშაფტით. კიდეგანისმაღალზე პირველად ავიდნენ 1936 წელს, მეორედ - 1943 წელს ალიოშა ჯაფარიძის ხელმძღვანელობით.